ვინ ვართ ჩვენ

ჩვენი ისტორია, ხედვა და ფასეულობები

ადგილობრივი მემკვიდრეობა

ქუთაისის სახარების რწმენის ეკლესიის ისტორია

ქუთაისის სახარების რწმენის ეკლესიას აქვს მდიდარი და შთამაგონებელი სულიერი გზა. ადგილობრივი მსახურება წლების წინ დაიწყო მცირე ჯგუფით, რომელთაც ჰქონდათ დიდი ხედვა და რწმენა ქალაქის გამოღვიძებისა და სულიერი წინსვლისთვის.

მიუხედავად სხვადასხვა პერიოდის გამოწვევებისა, ეკლესია მყარად იდგა სახარებისეულ ფასეულობებზე. დღეს ქუთაისის მსახურება წარმოადგენს ცოცხალ, სიყვარულით სავსე თემს, რომელიც აქტიურად ემსახურება ადამიანების სულიერ გაძლიერებას, საქველმოქმედო ინიციატივებსა და მომავალი თაობების ქრისტიანულ აღზრდას იმერეთის რეგიონში.

"ეკლესია არ არის უბრალოდ შენობა — ეს არის ადამიანთა გულები, რომლებიც გაერთიანებულია ქრისტეს სიყვარულითა და ქალაქის გამოღვიძების საერთო ხედვით."

ბოლო ქადაგება

ამ კვირაში

  • კვირა 11:00საკვირაო ღვთისმსახურება
  • შაბათი 16:00ახალგაზრდული მსახურება
  • ოთხშაბათი 19:00საოჯახო ჯგუფები, ბავშვები, ახალგაზრდები
მრწამსი

სახარების რწმენის ეკლესიის მრწამსი

1. ღვთივსულიერი წერილი

ჩვენ გვწამს, რომ მთელი ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა არის ღვთივსულიერი წიგნი სულიწმინდისგან. ის წარმოადგენს უზენაესი ღმერთის სრულყოფილ გამოცხადებას ადამიანებისათვის. გვევლინება როგორც უტყუარი და საბოლოო ავტორიტეტი ჩვენი რწმენისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის. (II ტიმ. 3:16, ებრ. 4:12).

იხილეთ სრულად
2. ღმერთი

ჩვენ გვწამს ერთადერთი ჭეშმარიტი და მარადიული ღმერთის. ის არის ყოვლისშემომქმედი, ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და სრულყოფილი სიწმინდესა და სიყვარულში.

იხილეთ სრულად
3. იესო ქრისტეს ღვთაებრიობა

ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტე საუკუნო ღვთის ძეა, რომელმაც ხორცშესხმით და ქალწულისგან შობით ადამიანის სახე მიიღო.

იხილეთ სრულად
4. ადამიანი

ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად, დაასახლა ედემის ბაღში და უბოძა მას თავისუფალი ნება. ღმერთის გაცხადებული ნების მიუხედავად, ადამიანი შეგნებული ცოდვით დაეცა, რის გამოც მან განიცადა როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი სიკვდილი, რაც ღმერთისგან ჩამოშორებას ნიშნავს.

იხილეთ სრულად
5. გადარჩენა

ჩვენ გვწამს, რომ გადარჩენისათვის აუცილებელია ცოდვების მონანიება ღვთის წინაშე და იესო ქრისტეს უფლობის პირადი და გულითადი რწმენა, რაც იწვევს აღდგენას (ხელახლა შობა).

იხილეთ სრულად
6. ღვთის სამეფო

ჩვენ გვჯერა, რომ იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მიიღო მეფობა ცაში და მიწაზე (მათე 28:18).

იხილეთ სრულად
7. მეორედ მოსვლა

ჩვენ გვწამს იესო ქრისტეს ხილული და სხეულებრივი დაბრუნებისა დედამიწაზე, რათა განიკითხოს უღმერთო ქვეყნიერება და გამოითხოვოს თავისი საპატარძლო (ეკლესია).

იხილეთ სრულად
8. ეკლესია

ჩვენ გვწამს, რომ ეკლესია არის ქრისტეს სულიერი სხეული დედამიწაზე (1კორ:12:27, ეფეს.4:12).

იხილეთ სრულად
9. ზეცა და ჯოჯოხეთი

ჩვენ გვწამს სწავლება ზეცისა და ჯოჯოხეთის შესახებ. ჯოჯოხეთის, როგორც მარადიული სატანჯველი დაღუპულთათვის და ზეცის, როგორც მარადიული სიცოცხლე და ნეტარება გადარჩენილთათვის (იოან. 14:1-3; გამოცხ. 20:11-15).

იხილეთ სრულად
10. სატანა

ჩვენ გვწამს, რომ სატანა არის დაცემული ანგელოზი. ის თავისი დემონთა გუნდით მიზნად ისახავს ღვთის სამეფოს დამარცხებას და მორწმუნეების განადგურებას.

იხილეთ სრულად
11. სულიწმიდით ნათლობა

ჩვენ გვწამს, რომ წმინდა სამების მესამე პიროვნება, სულიწმიდა მკვიდრობს ყოველ მაღლიდან შობილ მორწმუნეში და მიუძღვის იესო ქრისტეს მსგავსებაში.

იხილეთ სრულად
12. დადგენილებები

ჩვენ გვწამს, რომ წყლით ნათლობა და ზიარება არის ეკლესიის დადგენილება და უნდა სრულდებოდეს რეგულარულად და სათანადო წესით.

იხილეთ სრულად
13. სქესი

ჩვენ გვწამს, რომ ღმერთმა შესანიშნავად და უცვლელად შექმნა თითოეული ადამიანი, როგორც კაცად, ისე ქალად.

იხილეთ სრულად
14. ქორწინება

ჩვენ გვწამს, რომ ქორწინების ავტორი, განმსაზღვრელი და დამფუძნებელი არის ღმერთი და არა ადამიანი. ამიტომ ქორწინება ექვემდებარება ღვთის დადგენილ წესებსა და რეგულაციებს.

იხილეთ სრულად
15. სექსუალური ურთიერთობა

ჩვენ გვწამს, რომ ღმერთმა ადამიანებისთვის სექსუალური სიახლოვე განიზრახა მხოლოდ ქორწინებაში (1 კორ. 6:18; 7:2-5; ებრ. 13:4).

იხილეთ სრულად
16. ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა

ჩვენ გვწამს, რომ ყოველი ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მისი სიცოცხლე არის ხელშეუხებელი.

იხილეთ სრულად
17. სხვებისადმი დამოკიდებულება

ჩვენ გვწამს, რომ ყოველ ადამიანს უნდა მოვეპყროთ სიყვარულით, გულისხმიერებით, თანაგრძნობით, პატივისცემითა და ღირსებით (მარკოზი. 12:28-31; ლუკა. 6:31).

იხილეთ სრულად
18. მსახურება

ჩვენ გვწამს, რომ ეკლესია მოწოდებულია ღმერთის ნების და განზრახვის აღსასრულებლად. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის სიჯანსაღე და მისი დანიშნულების შენარჩუნება.

იხილეთ სრულად

ჩვენი ხედვა

ჩვენ ვართ ეკლესია, რომელსაც უყვარს და ემსახურება.

"ახალმცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი."

— იოანე 13:34-35

ჩვენ ვაშენებთ სიყვარულის, მეგობრობის და ზრუნვის ატმოსფეროს.

ჩვენი მისია

ადამიანთა მოპოვება იესო ქრისტესთვის და მათი ცხოვრების შეცვლა.

"ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე - ამინ!"

— მათე 28:19-20
რითი ვხელმძღვანელობთ

ჩვენი ღირებულებები

ადამიანის რეალურ ღირებულებებზე მიუთითებს არა მისი საუბარი, არამედ მისი გადაწყვეტილებები.
ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია:

1. ბიბლიის ავტორიტეტი

ჩვენთვის მთელი ბიბლია წარმოადგენს უმაღლეს ავტორიტეტს რწმენის და ყოველდღიური ცხოვრების საკითხებში. ამიტომ გვსურს ის გადავცეთ სრული სახით და არა რაიმეს დამატებით ან გამოკლებით.

იხილეთ სრულად
2. ლოცვა და თაყვანისცემა

ჩვენი სურვილია ვიყოთ ეკლესია, რომელსაც აქვს ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან. მთელი არსებით განიცდის უფლის თანდასწრებას და თაყვანს სცემს მას.

იხილეთ სრულად
3. აღმატებული სული

დანიელი 6:3: „მთელ მთავრებსა და სატრაპებში გამოირჩეოდა დანიელი, ვინაიდან ‘აღმატებული სული’ იყო მასში და მეფე მთელ სამეფოზე ფიქრობდა მის დაყენებას.

იხილეთ სრულად
4. ადამიანების სიახლოვე და მოზიარეობა

ჩვენ ვართ, როგორც ცალკეული ადამიანებისგან შემდგარი ოჯახი, ასევე ოჯახების ერთობლიობაც, ამიტომ ჩვენთვის ღირებულია დავაახლოვოთ ადამიანები და ვასწავლოთ მათ ოჯახური თანაცხოვრება.

იხილეთ სრულად
5. მსახურება

ჩვენი მიზანია აღვჭურვოთ თითოეული მორწმუნე ღმერთის საქმის საკეთებლად.

იხილეთ სრულად
6. ურთიერთობები

ჩვენი ეკლესია ის ადგილია, სადაც ჯანსაღი და სიყვარულით სავსე ურთიერთობები მიჩნეულია შეუცვლელად, სულიერი ზრდისთვის და ეკლესიის გაფართოებისთვის.

იხილეთ სრულად
7. მისია და ევანგელიზმი

ჩვენი ეკლესია ფოკუსირებულია უფლის დიად დავალებაზე: მათე 28:19-20: „ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!

იხილეთ სრულად
8. ოჯახი

ოჯახი უნდა იყოს, როგორც მთის წვერზე გაშენებული ქალაქი, რომელიც ყველასთვის შესამჩნევი იქნება.

იხილეთ სრულად
მოგვძებნეთ

გვეწვიეთ ეკლესიაში

მოხარული ვიქნებით თქვენი სტუმრობით ამ კვირას. ჩვენი კარები ყოველთვის ღიაა — მობრძანდით თქვენს ოჯახთან ერთად და შეიგრძენით ჩვენი საზოგადოება.

ფიზიკური მისამართი

მესხის ქ. 42
ქუთაისი, საქართველო

საფოსტო ყუთი: ქუთაისის სახარების რწმენის ეკლესია

ელ-ფოსტა

info@efckutaisi.ge

მსახურების განრიგი

კვირა 11:00 – საკვირაო ღვთისმსახურება
შაბათი 16:00 – ახალგაზრდული მსახურება
ოთხშაბათი 19:00 – საოჯახო ჯგუფები
  მოგვწერეთ შეტყობინება

დააკლიკეთ რუკაზე ინტერაქტივისთვის