ბავშვთა მსახურება
ახალი თაობის სულიერი და შემოქმედებითი ზრდა
რას ველოდოთ ბავშვთა მსახურებაში?
-
მიღება
პატარებს დახვედრისთანავე მასწავლებელი გადაიბარებს, რათა თქვენ სრული სიმშვიდითა და კონცენტრაციით დაესწროთ მსახურებას.
-
გალობა
საგალობლები მოძრაობებით, რომლებიც პატარებს ძალიან უყვარდებათ და სახლშიც იმეორებენ.
-
ბიბლიური ისტორიები
სამი ასაკობრივი ჯგუფი (3-6, 7-10 და 11-13 წწ.), სადაც ბიბლიას ბავშვებისთვის გასაგები, საინტერესო და თვალსაჩინო ფორმით ვასწავლით.
-
შემოქმედება და გართობა
ხატვა, ძერწვა, თეატრალური დადგმები და აქტიური თამაშები, სადაც თითოეული ბავშვი საკუთარ ნიჭსა და ფანტაზიას ავლენს.
-
მშობელთან დაბრუნება
მსახურების შემდეგ ბავშვები უამრავი შთაბეჭდილებითა და სიმშვიდით უბრუნდებიან მშობლებს.
რატომ არის ბავშვთა მსახურება მნიშვნელოვანი?
ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვის ცხოვრებაში პირველი წლები გადამწყვეტია მისი ხასიათისა და ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად. ბავშვთა მსახურება არ არის უბრალოდ „ბავშვების გასართობი სივრცე“ — ეს არის ადგილი, სადაც ისინი ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ ერთმანეთის სიყვარულს, თანადგომასა და ქრისტიანულ ფასეულობებს.
მხიარული აქტივობების, შემოქმედებითი გაკვეთილებისა და ცოცხალი გალობის საშუალებით, ჩვენ ვეხმარებით პატარებს განავითარონ თავიანთი ნიჭი, იპოვონ მეგობრები და შეიყვარონ ეკლესია, როგორც საკუთარი სახლი!
ვინ ზრუნავს ჩვენს პატარებზე?
გაეცანით ჩვენს სერტიფიცირებულ და გამოცდილ მასწავლებლებს, რომლებიც მთელი გულით ემსახურებიან ბავშვებს.
თეონა ქართველიშვილი
ბავშვთა მსახურების ხელმძღვანელითეონა საკვირაო მსახურების ხელმძღვანელია, რომელიც დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით ემსახურება სხვადასხვა ასაკის ბავშვებს.
საკვირაო სკოლას თეონას ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან აქ მსახურებაში არაერთი ძვირფასი წელი გაატარა. მისთვის ბავშვებთან ერთად ყოფნა, მათთან რწმენის გაზიარება და მათ გულებში სიყვარულისა და სითბოს ჩასახვა უბრალოდ მსახურება კი არა, უფლისგან ბოძებული უდიდესი კურთხევაა. თეონასთვის დიდი სიხარულია, რომ შეუძლია, ბავშვების ცხოვრებაში სიყვარულითა და მზრუნველობით პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვოს.
რუსუდან თხელიძე
უფროსი ჯგუფის მასწავლებელირუსუდანი უფროსი ჯგუფის მასწავლებელია. მის გაკვეთილებზე ბავშვები ბიბლიას ინდუქტიური მეთოდით სწავლობენ: აკვირდებიან ტექსტს, სვამენ კითხვებს და თავად აღმოაჩენენ ღვთის სიტყვის მნიშვნელობას. მისი მთავარი სურვილია, ბავშვებმა გაკვეთილიდან ცოდნასთან ერთად ღვთის სიყვარულიც წაიღონ გულით.
სოფო ჭანკვეტაძე
მასწავლებელი (სხვადასხვა ასაკი)სოფო სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან მუშაობს და თითოეულს მისი ასაკისა და ინტერესების შესაბამის თბილ გარემოს უქმნის. მისთვის საკვირაო სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვებთან ერთად იზიარებს სიყვარულს, სიხარულსა და ღვთის სიტყვას.
მარიამ ჯიჯიეშვილი
თინეიჯერების ჯგუფის მასწავლებელიმარიამი თინეიჯერების ჯგუფს უძღვება. მის შეხვედრებზე მოზარდები თავისუფლად სვამენ კითხვებს, გამოთქვამენ საკუთარ აზრს და ერთად მსჯელობენ. მისთვის მთავარია, თითოეულმა იგრძნოს, რომ მისი ხმა ისმის, და საკვირაო სკოლაში მიღებული ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენოს.
ალექსანდრა სულამანიძე
მასწავლებელიKids Camp 2026
Kids Camp არის სიხარულის, მეგობრობისა და აღმოჩენების ნამდვილი დღესასწაული პატარებისთვის! ჩვენი 3-დღიანი დღის ბანაკი მოიცავს სპეციალურად შემუშავებულ თამაშებს, აკვა-ატრაქციონებს, თეატრალურ მასტერკლასებსა და მხიარულ ბიბლიურ კვლევებს.
უსაფრთხოება ჩვენი უპირატესი პრიორიტეტია — ყოველ 5 ბავშვს ინდივიდუალური მენტორი მფარველობს. უყურეთ წინა წლის ემოციურ თიზერს და ჩაწერეთ თქვენი პატარა ამ ზაფხულის საუკეთესო თავგადასავალზე!
ბავშვთა ბანაკში რეგისტრაცია დასრულებულია. თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს — მალე გამოვაცხადებთ შემდეგ თარიღებს.