ახალგაზრდული მსახურება
სივრცე მეგობრობის, რწმენისა და ზრდისთვის
რას ველოდო ახალგაზრდულზე?
-
შეხვედრა და გაცნობა
ჩაი, ყავა და სტუმრების გულთბილი დახვედრა – არავინ რჩება მარტო.
-
თაყვანისცემა
ცოცხალი საგალობლები – ერთად ვუგალობოთ ღმერთს.
-
სწავლება
აქტუალური თემა, რომელიც შენს ყოველდღიურობას ეხება.
-
მცირე ჯგუფები
ღია დისკუსია, სადაც ნებისმიერი კითხვის დასმა შეიძლება.
-
თამაშები და ერთად ყოფნა
სახალისო აქტივობები და თავისუფალი დრო მეგობრებთან.
მოდი – მარტო არ იქნები
პირველად მოდიხარ?
ახალი გარემო ყოველთვის უცნაურია. ეკლესია შენობა არ არის, ის ადამიანებია. თუ არ გინდა, რომ პირველად მოსულმა კართან დაბნეულმა მიმოიხედო, ნება მიეცი ჩვენს ერთ-ერთ ახალგაზრდას, შენი მეგზური გახდეს. მოგვწერე და ის მსახურების დაწყებამდე დაგიკავშირდება.
მოიწვიე მეგობარი
ერთად მოსვლა უფრო ადვილია. გაუგზავნე მოსაწვევი ერთი დაჭერით.
რეალური ისტორიები, რეალური ადამიანები
ახალგაზრდული მსახურების შესახებ ქრისტიანულ ბანაკში გავიგე. თავიდანვე დიდი ინტერესი გამიჩნდა, რადგან შესაძლებლობა მომეცა, გამეცნო ახალგაზრდები, რომლებსაც საერთო რწმენა და ღირებულებები გვაერთიანებს. ახალგაზრდულმა მსახურებამ და აქაურმა ურთიერთობებმა განახლებული ხედვა და რწმენაში ზრდის შესაძლებლობა მომცა. კიდევ უფრო ნათლად დავინახე ქრისტიანული ერთობის მნიშვნელობა და ის უდიდესი როლი, რომელიც ახალგაზრდებს აკისრიათ როგორც საზოგადოებაში, ისე ღვთის სამეფოში.
ახალგაზრდული მსახურების შესახებ ნათესავისგან შევიტყვე. ის ხშირად საუბრობდა ღმერთზე, რწმენასა და საკუთარ გამოცდილებაზე, რამაც ჩემში ინტერესი გააღვივა — მომინდა, თავადაც გამეცნო ეს გარემო. ახალგაზრდულმა მსახურებამ ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა: შემაყვარა ბიბლია, დამანახა მისი სიღრმე და დამეხმარა, ღმერთთან ურთიერთობა უფრო პირადი და ცოცხალი გამეხადა.
ახალგაზრდულის შესახებ მეგობრისგან გავიგე. პირველად რომ მოვედი, ვნერვიულობდი, აქ ხომ არავის ვიცნობდი. მაგრამ მალევე დავინახე, რა თბილად და გულითადად ეპყრობიან ერთმანეთს. ეს ძალიან მომეწონა. დღეს აქ მყავს ადამიანები, რომლებთანაც დროის გატარება მიყვარს.
ხშირად დასმული კითხვები
რა ასაკიდან შემიძლია შემოვუერთდე ახალგაზრდულ მსახურებას?
ჩვენს მსახურებაში ჩართვა შეუძლიათ ახალგაზრდებს 14-დან 25 წლამდე.
როდის და სად ტარდება შეხვედრები?
ახალგაზრდული შეხვედრები ტარდება ყოველ შაბათს, 16:00 საათზე, ეკლესიის მთავარ შენობაში (მისამართი: სერგო მესხის ქ. №42, ქუთაისი).
რა ხდება ახალგაზრდულ შეხვედრაზე?
თითოეული შეხვედრა მოიცავს გალობას (თაყვანისცემას), აქტუალურ თემებზე სწავლებას, სახალისო თამაშებს და რაც მთავარია – მცირე ჯგუფებში დისკუსიასა და ერთმანეთის გაცნობას.
ფასიანია თუ არა ახალგაზრდულ შეხვედრებზე დასწრება?
შეხვედრებზე დასწრება სრულიად უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოსვლა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
როგორ შემიძლია ჩავერთო მსახურებაში?
თუ გსურს ჩაერთო გალობის გუნდში, მედია გუნდში, ღონისძიებების ორგანიზებასა თუ სოციალურ პროექტებში, შეგიძლია მიმართო ნებისმიერ ლიდერს ახალგაზრდული შეხვედრის დასრულებისას.
Youth Camp 2026
ჩვენი ყოველწლიური საზაფხულო ბანაკი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა! ეს არის 5 დღე სრული მოწყვეტა ყოველდღიური რუტინისგან, სადაც მოზარდებს ელით სპორტული შეჯიბრებები, გუნდური თამაშები, კოცონი ვარსკვლავების ქვეშ და რაც მთავარია — დაუვიწყარი სულიერი განახლება.
ბანაკში ყალიბდება მეგობრობა, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. უყურეთ წინა წლის თიზერს და შეიგრძენით ის ემოციები, რაც ჩვენთან ერთად გელით!
ახალგაზრდულ ბანაკში რეგისტრაცია დასრულებულია. თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს — მალე გამოვაცხადებთ შემდეგ თარიღებს.